I კატეგორიის ინჟინრი

I კატეგორიის ინჟინრი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება მეტეო სისტემების სამსახური
  • ბოლო ვადა 04 აპრილი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს მეტეო სისტემების სამსახურში I კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე. თბილისი - 2 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

• ცვლაში მუშაობა.

• სისტემების მომსახურებაში შედის:

  • ოპერატიული კონტროლი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და ადგილობრივი დამტკიცებული პროცედურების თანახმად;
  • ტექნიკური მომსახურების ჩატარება სისტემების საექსპლუატაციო მოთხოვნების თანახმად;
  •  გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  •  მტყუნების აღმოჩენა და ლოკალიზება;
  •  მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობის გამოცვლა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 04 აპრილის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „მეტეო სისტემების სამსახური - ინჟინერი“.

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• საქართველოს მოქალაქეობა;

• უმაღლესი ტექნიკური განათლება;

• ქართული ენის ცოდნა;

• ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;

• სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მოთხოვნები:

• ტექნიკური აზროვნების უნარი;

• კომუნიკაბელურობა;

• პუნქტუალობა;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• გუნდური მუშაობის უნარი.